გოგა ხაინდრავა ფადი ასლის ზრდილობისკენ მოუწოდებს

region
: region მარტი 7, 2019 18:28

გოგა ხაინდრავა ფადი ასლის ზრდილობისკენ მოუწოდებს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმიანება და მას ზრდილობისკენ მოუწოებს.

ბიზნესმენმა ფადი ასლიმ დღეს შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ანაკლიის პროექტი დასრულდება, თუმცა საკითხავია, ვინ დაასრულებს მას – ხაზარაძე თუ ივანიშვილი? ივანიშვილის მიზანია ხაზარაძის დისკრედიტირება, რათა მან სახსრები ვერ მიიღოს დონორებისგან. ბიზნესმენებმა ხმა უნდა ამოიღონ და ამით საკუთარ თავს უშველონ, რადგან „დღეს ეს ხაზარაძეა, გუშინ „ომეგა ჯგუფი“ იყო“. ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება, ეჭვქვეშ აყენებს წერილის არსებობას „თიბისის“ წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების ნაწილია ან ხელს აფარებს „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას, ან უბრალოდ იდიოტია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს”.

გოგა ხაინდრავამ ფადი ასლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მან ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ფადი ასლის ვურჩევ, იდიოტები იქ მოიკითხოს, სადაც თავის დროზე ზრდილობა არ ასწავლეს. ნუ დაავიწყდება, რომ ის ამ საზოგადოების სტუმარია და ისე მოიქცეს, როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესს შეეფერება კავკასიაში. ფადი ასლის თავხედობა ყველა ზღვარს გადაცდა, დღევანდელ განცხადებაში მან ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

region
: region მარტი 7, 2019 18:28

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


14,387
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics