გოგა ხაინდრავა: “ნაციონალური მოძრაობა” ტერორისტული ორგანიზაციაა

რეჟისორ, გოგა ხაინდრავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობა” არსებობს, მუდმივად არის დესტაბილიზაციის მცდელობა.

ხაიდნარავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და უარი უთხრას “ნაციონალურ მოძრაობას”.

“ეს ტერორისტული ორგანიზაციია და მე არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ. ეს არ არის ბოლო დღეების ამბავი. რაც ეს ორგანიზაცია გაჩნდა ამ ქვეყანაში, მას მერე დესტაბილიზაციაა. დღეს არ ხელეწიფებათ ამის განხორციელება რეალურად, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. ერთადერთი პასუხი ამაზე არის ქართველი ხალხის არჩევანი. ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი და დაამთავროს ეს ბოროტი სექტა”, – განაცხადა ხაინდრავამ.

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების აუდიოჩანაწერი 27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიადავით ჯანდიერი: პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება