გოგა ხაინდრავა: „მე ასეთი კორექტული პოლიცია არასოდეს, არსად მინახავს, როგორიც იმ დღეს ვნახე“

რეჟისორი გოგა ხაინდრავა 12 მაისის ღონისძიებას ეხმაურება, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
„რა თქმა უნდა, „შავი პარასკევი“ იყო, არა იმიტომ, რომ იქ სპეცრაზმი შევიდა, არამედ იმიტომ, რომ ამან დაგვანახა, რა ღრმა კრიზისში იმყოფება ჩვენი საზოგადოება. განსაკუთრებით შავი იყო შაბათი, როდესაც მარგინალურმა ჯგუფებმა, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, წალეკეს საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი სივრცე”– ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მე ასეთი კორექტული პოლიცია არასოდეს, არსად მინახავს, როგორიც იმ დღეს ვნახე. პოლიცია, რომელიც ცდილობდა არ დარღვეულიყო წესრიგი, ითმენდა შეურაცხყოფას, ითმენდა კანონდარღვევას, რაც ღიად ფიქსირდებოდა და ყველანი ვხედავდით ამას. მიუხედავად ამისა, იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ბრძანებებს იღებს პოლიცია!.

მთავარი ტყუილი და მთავარი ფარისევლობა, რომლის მოწმენიც ვართ ჩვენ, ყველანი, არის ის, რომ განსაკუთრებით კლუბის მესვეურები და მათი მხარდამჭერები (რა მიზეზით და რატომ აკეთებენ ამას – ეს გასაგებია) – ოღონდ ხელისუფლების წინააღმდეგ რამე თქვან და რასაც გინდა, იტყვიან, ტიროდნენ გუშინ, თურმე არ იცოდნენ, რომ კლუბებში ნარკოტიკი იყიდება. ეს არის სიცრუე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი იმიტომ, რომ ამ ტიპის გართობა, ელექტრონული მუსიკის თანხლებით, ამ ტიპის კლუბებში, კლუბური ნარკოტიკის გარეშე ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყიდება, ეს არის სრული სიცრუე და ფარისევლობა და ჩვენ ამის მოწმენი ვიყავით”, – განაცხადა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაშიენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები ,,ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან
შემდეგი სტატიათეთრი ხმაურის მოძრაობა შსს-ში გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს