გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან მილიონამდე ლარს მიიღებს

გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან თითქმის მილიონი ლარს მიიღებს – ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს.

კინოცენტრის ამავე კონკურსში გაიმარჯვეს:

„შინ“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;
„იარე“ – პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;
„ზღვა ყველას მიიღებს“ – პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;
„შენდობა“ – პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.
გასულ წელს გოგა ხაინდრავა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრის 12-წევრიანი დელეგაციის წევრიც იყო.

დელეგაციაში იყვნენ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი და რამდენიმე კინემატოგრაფისტი.

შეგახენებთ, რომ 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი 2 წელზე მეტია, ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა