გოგა ხაჩიძე:მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღებას 3 ხმა დააკლდა

dok10400131_432914613584381_6622810304773980690_n ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის ინიციატივას 5 გრამამდე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო. დეპუტატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა 47 მომხრე, 21 წინააღმდეგი.კანონპროექტის პირველი მოსმენისთვის გასატანად 50 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, შესაბამისად, ინიციატივას 3 ხმა დააკლდა.

“მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღებას 3 ხმა დააკლდა.
მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა.
ყველაფერი კარგად იქნება
მალე…” წერს “ფეისბუქზე” ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი გოგა ხაჩიძე და გადანაწილებული ხმების დოკუმენტსაც აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქუჩებს სახელებს უცვლიან: კალინინი კალინოვა გახდა, ლენინი-ლენონი
შემდეგი სტატიაკადიროვმა ნემცოვთან მტრობას აბსურდი უწოდა