გოგა ხაჩიძე ზურა ჯაფარიძეს: ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას

გირჩი – სახელად პარტიას მე დავარქვი.
შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი 🙂
”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.
თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.
მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;
ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;
ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს…
მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს…
ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!

 

გოგა ხაჩიძე

banner
წინა სტატიაშიზურამ მოგვთხოვა მასთან ჩვენი მოსაზრებების შეთანხმება, საჯაროდ გამოსვლის წინ
შემდეგი სტატიაესპანეთი საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის 10-კაციან შეზღუდვას აწესებს