წალენჯიხაში მერობის კანდიდატმა პარტიული სია წარადგინა

წალენჯიხის მერობის კანდიდატმა  “ქართული ოცნებიდან” გოგა გულორდავამ  პარტიული სია წარადგინა:

“მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გუნდი, რომელთან ერთადაც წალენჯიხელების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წელს ვიმუშავებთ.

ამ ადამიანებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც გამოავლინეს საქმისადმი ერთგულება, ცოდნა და აქვთ გამოცდილება. ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ. საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატები არიან :
1. ლევან მებონია
2. დარეჯანი დადიანი
3. დავით ბელქანია
4. მაია მიქავა
5. თენგიზ ფიფია
6. მანანა ჭანია
7. სოლომონ სარია
8. დალი კვრაცხელია
9. კახაბერ ჯოლოხავა
10. თეა ხასაია
11. ლუკა კვარაცხელია
12. გიორგი კვარაცხელია
13. გრიშა მატუა
14. სულხან სარიაა
15. ელენე ბერაია

ეს არის უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთან ერთადაც მე მოვდივარ . „ქართული ოცნება“, მისი მთავრობა, ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის წინ წაყვანა რეალურად შეუძლია. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, წალენჯიხელების ნდობას სწორედ ეს გუნდი მიიღებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და აუცილებლად ავაშენებთ უკეთეს წალენჯიხას.”- განაცხადა მერობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაძლიერი ქარი ქობულეთში- დაზიანდა სახლები