გოგა გულორდავა: ვიმუშავებთ, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები დროულად დავძლიოთ

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას აქტიურად ხვდება. დღეს, გოგა გულორდავა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად შეხვდა.

,,დღეს, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ნანა კეკუასთან ერთად შევხვდი.

შეხვედრებზე მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ვისაუბრეთ.
აღსანიშნავია, რომ სოფელში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი:
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩინო-ჩქვალერის მიმართულებით სამანქანე გზას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, სოფელ ნაგურუში ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღი, ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები ჩავუტარეთ კულტურის სახლსა და ბიბლიოთეკას, სხვადასხვა უბნებში მოვაწყვეთ გარე განათებები, სოფელში გაზიფიცირების ეტაპიც დაიწყება’’ – განაცხადა წალენჯიხის მერობის კანდიდატმა.

დღესვე გოგა გულორდავა მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში,საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლირა ღურწკაისთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა.
,,ულამაზესი საჩინოს შემდეგ მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკრებულოს მაჟორიტარობის კნდიდატთან ლირა ღურწკაიასთან ერთად ადგილორივებს შევხვდი.

ვისაუბრეთ როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე სოფლის აქტუალურ თემებზე, მოსახლეობა დადებითად აფასებს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა : ახალ ამბულატორიას, რებილიტირებულ საბავშვო ბაღს, სოფელში დაგებულ ბეტონის გზას, ასევე მედანი-საჩინოს დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაციას, აქტიურად მიიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირეაც.

არის სხვა ინფრასტრუქტურული გამოწვევები. ახალგაზრდებმა პრიორიტეტად დაასახელეს სოფელში მინი სტადიოის მოწყობა, ამ საკითხზეც ვიმსჯელეთ, ადგილობრივებთან ერთად დავგეგმეთ, შევჯერდით და უახლოეს ხანებში ადეკვატური რეაგირებაც მოხდება. ჩვენ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები დროულად დავძლიოთ ‘’-აღნიშნა გოგა გულორდავამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია:„თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად!“