გოგა გულორდავა: პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია

“პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებას და რაც მთავარია, განაპირობებს საჭირო გამოცდილების შეძენას იმ თაობისთვის, რომელიც მომავალში ჩაანაცვლებს არსებულ ხელისუფლებას.
მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა წალენჯიხელ ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე. მათ, ასევე, გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმები. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათ კეთილდღეობაზე. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიში წარიმართა. მათ შეკითხვები განათლების, სპორტის და კულტურის საკითხებზე ჰქონდათ.
მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოს თანხა, რომელიც ახალგაზრდული იდეებისთვის იქნება განკუთვნილი. წალენჯიხა უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი – ინტელექტუალური, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.
აუცილებელია, ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ მკაფიო და ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები ჩვენს მუნიციპალიტეტში.
ჩვენი გუნდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას”-აცხადებს  წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ყველა პრემიერის, 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ვიღაცეები ცდილობენ, საქმეზე ლაპარაკს აგვაცდინონ, მაგრამ, ჩვენ მაინც თბილისზე, თბილისელებზე და იმ პრობლემებზე, უნდა ვილაპარაკოთ, რომლებიც სწრაფად და ერთად უნდა გადავწყვიტოთ