გოგა გულორდავა: მთავარი გამოწვევა შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა

“დღეს ჯვარის, ნაკასა და ლიის, მახარიას მოსახლეობას, საკრებულოს წევრობის კნდიდატებთან ერთად შევხვდი.
ამომრჩევლებთან შეხვედრა საინტერესო და პროდუქტიული იყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან შეხვედრები ყოველთვის უშუალო და თავისუფალი ფორმატით იმართება, რადგან სწორედ ასეთ დროს იკვეთება კონკრეტული პრობლემები და მათი გადაჭრის უმოკლესი გზები.
გარდა გაკეთებული კარგი საქმეებისა, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე. მთავარი გამოწვევა არის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას და ყველა სოფელი იყოს კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული.

 

 

 

 

 

ამ უბნებს აქვს პოტენციალი, იყოს კიდევ უფრო წელში გამართული, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი. ჩვენი ხელისუფლების მიზანი კი, ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობაა”,-აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გუორდავა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ქართული ოცნება“ შეეხო ყველაზე ძვირფასს, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებობს