გოგა გულორდავა: ყველა აქტიური ახალგაზრდა თავის თავს დაინახავს თვითმმართველობის მართვაში

“ჩემს ექვსპუნქტიან გეგმაში ახალგაზრდა მეწარმეები და ზოგადად, აქტიური მოქალაქეები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. ყველაზე მთავარი, გადაწყვეტილია რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ჩართულობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. ანუ, ყოველი წლის დასაწყისში, ყველა აქტიური ახალგაზრდა თავის თავს დაინახავს თვითმმართველობის მართვაში. ყოველ წელს, გეგმიურად მოხდება მათი საჭიროებისა და სურვილების ასახვა ხსენებულ სამოქმედო გეგმაში. მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, ესაა მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა გადამზადების პროგრამას. დასავლურ, ცივილურ სამყაროში მოხალისეობის განსაკუთრებული კულტურა.

ეს არის მომენტი როდესაც კრიზისების და არამარტო კრიზისების დროს ახალგარდები მოხალისეობრივ საწყისებზე ერთიანდებიან და ერთვებიან თავიანთი ქალაქის და თანაქალაქელების მხარდასაჭერად. ასობით პატრიოტი წალენჯიხელი ახალგაზრდაა, რომელთა ენერგიასა და ენთუზიაზმს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. ამ პროექტების განხორციელება 30 ოქტომბერს, გამარჯვების გაფორმების შემდეგ დაიწყება.
„კიდევ უფრო უკეთესი წალენჯიხა შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობას შევუწყობთ ხელს“,-აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

 

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა კოვიდის ტესტის უარყოფით პასუხს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს