გოგა გულორდავა ჯგალის მოსახლეობას შეხვდა

“ჯგალი და ობუჯი, ეს ის ულამაზესი სოფლებია, რომელთა მოსახლეობასაც დღეს შევხვდი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად. არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ.
წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრა ჯგალში, ავაშენეთ საზოგადოებრივი ცენტრი და ახალი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ამბულატორიას, სოფელ კანთში ვაშენებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების დონის საბაზისო სკოლას, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირებაც.
„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა, სოფელზე ზრუნვა, რადგან სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლება, რაც თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის უპირობო განვითარებასა და წინსვლას ნიშნავს”,-აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდდატი გოგა გულორდავა.

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამეგის ქარდავა: უკრაინიდან საქართველოში ჩემი ექსტრადირების დაჩქარება იგეგმება