გოგა გულორდავა გია ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს

“წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია”,– ამის შესახებ წალენჯიხაში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა  გოგა გულორდავამ სოციალურ ქსელში დაწერა და მის ოპონენტს წარმატება უსურვა.

გულორდავა იმედოვნებს, რომ გია ხარჩილავა საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს,რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს.”- წერს წალენჯიხის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გოგა გულორდავა.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძის განცხადებით, უნდა გაუქმდეს ყველა ხელშეკრულება “ქართულ ოცნებასთან”
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი: ოპოზიციის მხრიდან იქნება კოორდინაცია, შევჯერდებით სამოქმედო გეგმაზე ძალიან მალე