გოგა გულორდავა: გახარიას ამომრჩეველი, დიდი ნაწილი, ცალსახად ჩამოყალიბებულია და ის ხმას ნაციონალურ მოძრაობას არ აძლევს

“ჩემი და გუნდის პოლიტიკური მიზნებისა, ენთუზიაზმისა, მზაობისა და გეგმებისა ზუსტად ვიცით მოსახლეობის განწყობები მეორე ტურის არჩევნებთან მიმართებაში. დამატებით საფუძვლად სწორედ ამ მომენტს დავსახელებდი. რატომ? იმიტომ, რომ გახარიას ამომრჩეველი, დიდი ნაწილი, ცალსახად ჩამოყალიბებულია და ის ხმას ნაციონალურ მოძრაობას არ აძლევს. წალენჯიხაში და არა მარტო წალენჯიხაში, ეს არის ზნეობის, მორალის, პრინციპისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების საკითხი. სიტუაცია მარტივია – არჩევანი კეთდება გეგმებისა და შესაძლებობების მქონე ჩემს გუნდსა და აგრესიულ, ცარიელი ხელებით მოსულ ოპონენტს შორის.არ არსებობს პრეცედენტი რომ რევანშიზმსა და აგრესიაზე, ადამიანის ღირსების გათელვაზე ორიენიტრებული მმართველების პირობებში აშენებულიყო რაიმე ღირებული”-აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

მისივე განცხადებით, ჩვენ გვაქვს 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ბევრი დაკვირვების, შესწავლისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად შევიმუშავეთ. ჩვენი მთავარი გზავნილი წალენჯიხელებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის არის მარტივი – ჩვენ ვართ საქმეზე ორიენტირებული გუნდი. მე და ჩემი ოჯახი არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ საქართველოში და წალენჯიხაში უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, მე მიზანმიმართულად არ დავიტოვე უკანდასახევი გზა. დავდე პირობა და გავეცი დაპირებები, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად შესრულდება. გამარჯვებას კი, ყველანი ერთად, 30 ოქტომებერს აუცილებლად გავაფორმებთ-აცხადებს გულორდავა.

banner
წინა სტატიაშისულხან მოლაშვილის ძმა – რუსთავში, სადაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ვაპირებთ დღეს აქცია ჩავატაროთ
შემდეგი სტატიაადვოკატი – დეკანოზ გიორგი მამალაძეს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ შეწყალებას სთავაზობენ