გოგა გულორდავა: ,,აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში დააფინანსა 650-ზე მეტი პროექტი, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 1 მილიარდ ლარზე მეტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა სოციალურ ქსელში პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ეხმაურება. ,,ამ პროგრამის საშუალებით სააგენტომ სხვადასხვა კომპონენტების ფარგლებში დააფინანსა 650-ზე მეტი პროექტი, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 1 მილიარდ ლარზე მეტი.

სესხის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 359 პროექტი, რომელმაც შექმნა 13,020 სამუშაო ადგილი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს კომპონენტი გაზრდილია 30 %-ით. „უმასპინძლე საქართველოში“ სასტუმროების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 136 პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა 3 330 სამუშაო ადგილი. მათ შორის 2019 წელს მხარდაჭერილია 59 პროექტი, რაც 2018 წელთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა. ჯამში აღნიშნული ინვესტიციების შედეგად ჩვენ მივიღეთ დამატებით 3 850 სასტუმრო ოთახი“, წერს გოგა გულორდავა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს