გოდოლაძე – ვაჩერებთ მეწყერს – ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში

“ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი – ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში”- ასე ეხმაურება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას.

“მეწყრის შეჩერება შეუძლებელი რამაა, ვიღაცამ უნდა უთხრას მერსაც მის მოადგილესაც და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელიც ამ პროფესიაში ვერ ერკვევა, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი – ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში”, – თქვა თეა გოდოლაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა