გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 30 სმ-ს მიაღწია

თოვლის საფარმა ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია.

საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა.

გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე ირემაძეებს და ბოღაურს.

სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისათვის, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია აგარა, დანისპარაული და შუასოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებსაც მალე აღუდგებათ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ქვეყანა ცოცხალია და ის აუცილებლად გადარჩება თუ ჩვენ თვითონ არ ჩავიქნევთ მასზე ხელს”
შემდეგი სტატია“თუ რუსეთი ამ ბარიერს მოხსნის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ არაფერი უდგას”