გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. ოფიციალური ღონისძიების ფარგლებში კურორტზე სპეციალური განათებები და დეკორაციები მოეწყო. გახსნაზე მოთხილამურეთა საჩვენებელი სრიალი გაიმართა.ინფორმაციას აჭარის მტავრობის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კურორტზე ამ ეტაპზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი, რომლებიც საერთო ჯამში 250 ნომრიან სასტუმრო ქსელს შექმნიან, სადაც განთავსებული იქნება საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ბარი და რესტორნები.

კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია.

კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება.

გოდერძიზე გახსნის ცერემონიას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების გავითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ვეკუა: ბიუჯეტი არაადეკვატურია რეალურ პრობლემებთან შეფარდებით
შემდეგი სტატიამიშას ორი „ჩ“, ანუ ჩუმი ჩანაფიქრი