“გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია”- დემურ სტურუას დედა

,,არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით”- აცხადებს გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა. მისი თქმითმ შესაძლოა მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულო იყოს.

,,არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. არავის არ აინტერესებს უკვე არაფერი. სასამართლოებიც უმიზეზოდ რამდენჯერმე გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის. ვიღაცეები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები. ვფიქრობ იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ“ , – განაცხადა ნონა ჯოჯუამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში თურქეთის კონსული: ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12-ვე მოსამართლე უვადოდ დანიშნა