გოცირიძის განცხადებით, დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს კატასტროფული მდგომარეობა ელის

მოღალატეობრივი განცხადების ოფიციალური გაფორმება მთავრობის მიერ. ეს არის ქვეყნის ღალატი. ფაქტობრივად უარი განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კონსტიტუციით ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პირველ რიგში მთავრობას. კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუ გადაიდგა საწინააღმდეგო ნაბიჯები ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, რომლის გამოც ეს ხელისუფლება, ირაკლი კობახიძის თამადობით და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დაისჯება. პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამ ადამიანების მიმართ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს კატასტროფული მდგომარეობა ელის.

„საქართველოს ეკონომიკას, განსაკუთრებით მის ფინანსებს, განსაკუთრებით ლარს, რომლის სტაბილურობის საფუძველი სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ დასავლეთის სახელმწიფოებიდან მიღებული რეზერვები იყო ისევე როგორც ინვესტიციები ძირითადად დასავლური ხასიათის იყო, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ოდესმე საქართველოში აშენებულა, ესეც დასავლური დახმარებებით და იაფი სესხებით კეთდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ერთი საათიც კი არ უარსებია საერთაშორისო დახმარების გარეშე. ამ დახმარების გარეშე და ამ ეკონომიკური რესურსებით ქვეყანას ელის კატასტროფული მდგომარეობა. რაღაც პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას კურსის თუ ლარის შესანარჩუნებლად 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი მისცემს, თუ ჩინეთი გადმოურიცხავს?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის
შემდეგი სტატიაგახარია: ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა