გოცირიძე: ზურიკელას ჰკითხეს, რა გიხარია შენ აბდალოო და თქვენ რა გიხარიათ?!

gociridze

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, მკაცრად აკრიტიკებს.

უმცირესობის სხდომაზე გოცირიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა და ფილმი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” გაიხსენა.

„ზურიკელა ამბობდა, რა კარგია, დღე იყო ქარიანი და წვიმიანიო და ჰკითხეს, რა გიხარია შენ აბდალოო და თქვენ რა გიხარიათ?! მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერი იდეალურად არისო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი, სამარცხვინო გეგმა წარმოადგინა. ზურიკელას ის უხაროდა, შეყვარებული ჰყავდა და თქვენ რა გიხარიათ, სკამებზე დანიშვნა?!

რა წერია ეროვნული ბანკის დოკუმენტში ვერ გავიგე. თქვენ რა გინდათ დღეს აქ? ორი დამნაშავე – ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო გამოდიხართ და ლარზე გვესაუბრებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის გაუფასურება მოახდინა და დედოლარიზაციის აბსურდული გეგმა წარმოადგინა.

ბატონო გიორგი, თქვენ იტყუებით და რამდენჯერაც მოიტყუებთ, იმდენჯერ გამხელთ. ახალგაზრდობაში მეც თქვენსავით ვიტყუეობოდი და ნახეთ, რამხელა ცხვირი მაქვს”, – მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს.

banner
წინა სტატიაშიუძრავ ქონებაზე ფასები მცირდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დამფუძნებელი მერაბ ფერაძე დააკავა