გოცირიძე – ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, თუ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს დაუჭერს, არის კარგი

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოსი შემორჩა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძემ აქვე დასძინა, როგორი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს ორბანი, თუკი ის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაეხმარება, მისასალმებელია.

„ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, რომელიც პრორუსულ პოზიციებზეა, ხელს უშლის დასავლეთს უკრაინისადმი დახმარებაში, გამოხატული აქვს ანტიუკრაინული პოზიცია, თუ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს დაუჭერს, არის კარგი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს