გოცირიძე – თუ აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო ჩანაწერებს ეხმაურება.

“მე არაფერი მაქვს დასამალი” იმ ოპერიდანაა “ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო”…

არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში??? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის “ცოდვებია”, რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა??

თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს!!!, – წერს რუსუდან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ჩანაწერებზე – ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას
შემდეგი სტატიაკალაძე – თბილისის მერია არის გარანტორი, რომ დაუმთავრებელი მშენებლობები ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში