გოცირიძე – საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას

ეს არ არის ის ატმოსფერო, სადაც შეიძლება ადამიანს უმკურნალო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, სამკურნალოდ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ – გავიხსენოთ იულია ტიმოშენკოს მაგალითი, იანუკოვიჩმაც კი ჰუმანური ნაბიჯი გადადგა, როცა გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანა ის,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის „ვივა მედის” კლინიკაში გადაყვანას.

მისი თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას.

„მეორდება ისტორია, რაც გორში გადაყვანის დროს იყო, ხდება ვითარების დაძაბვა, ხელოვნურად ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, რაც ხელს არ უწყობს ადამიანის ჯანმრთელობას. „ვივა მედში” გადაყვანა არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რათა შემდეგ საზღვარგარეთ სამკურნალოდ იქნას გადაყვანილი. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას, ყოველდღიურად იქნება პროვოკაციები, თუნდაც ის, რასაც ახლა ჩვენ მანდ ვხედავთ. გრძელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა კრიმინალების მიერ, რომელიც წინასწარ არიან გაფრთხილებული, ტელევიზორი აქვთ იქ, თუ საიდან იცოდნენ, რომ გადაჰყავდათ, ხელისუფლების მიერ შეგულიანებული და მომართული ადამიანები ახდენენ ფსიქოლოგიურ ტერორს, გრძელდება ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი მოპყრობა ისევე, როგორც ეს იყო გორის კლინიკაში, ციხეში,”- განაცხადა გოცირიძემ.

წინა სტატიაში“აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკიმ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა