გოცირიძე – სააკაშვილი ქართველი ამომრჩევლის ნებით გათავისუფლდება

„ქართული ოცნება” რის „ქართული ოცნებაა” თავი სასაცილო მდგომარეობაში თუ არ ჩაიგდო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„გახსოვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით როგორ ქილიკობდნენ და რას საყვედურობდნენ, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს ჩვენთან, ის უკრაინის მოქალაქეაო, თითქოს უკრაინის მოქალაქეობა მან საკუთარი სურვილით აირჩია, თითქოს მისი საქართველოდან წასვლა არ ყოფილიყო ამ დანაშაულებრივი რეჟიმის და პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი. უკრაინის მოქალაქეობას აყვედრებდნენ, ახლა კეთილი ინებონ და უკრაინას გასცენ პასუხი, ევროპის უდიდეს სახელმწიფოს, რომლის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავად მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინელი ხალხი, უკრაინის პოლიტიკური ელიტა, უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებს, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება დიდხანს საპატიმროში, მისი გათავისუფლება არის დროის საკითხი. არსებობს მრავალი სამართლებრივი ბერკეტი დაწყებული შეწყალებიდან, რომელზეც ქალბატონმა სალომემ თქვა, არადროს გავაკეთებო. ის ამას ადრეც ამბობდა, მაგრამ აგერ უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება მოუწია. არავის სჭირდება სალომე ზურაბიშვილის შეწყალება, არსებობს მეორე გზა ამნისტია, მაგრამ უფრო ადვილი და სწრაფი გზა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იქნება ქართველი ამომრჩევლის ნებით, რაც ამ არჩევნებმა აჩვენა და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის უკრაინის ძალისხმევით. ასერომ ძალიან ნაადრევი გამოდგა მათი ზეიმი, ჩვენ ამას ძალიან მალე ვნახავთ”,-განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი მონაცემებით, 59-დან 19-ში ბიულეტენების 100% დათვლილია
შემდეგი სტატიაცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.65% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7%