გოცირიძე: რიგგარეშე არჩევნების შემდეგ სუს-ი წესრიგში ჩადგება

სუს-ი რიგგარეშე არჩევნების შემდეგ წესრიგში ჩადგება, ამ ფორმით არ იარსებებს, მცირე უწყება იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ისეთი, რომელიც იმუშვებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა ადამინების თვალთვალზე.

რომან გოცირიძე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ფაქტი სახეზეა, დანაშაული მომხდარია და ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

„სუს-ის უფროსის ყოფილი მოდგილე თუ რაღაცებს ეწეოდა, ეს „ქართულ ოცნებას“ როგორ ამართლებს? უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ ესა და ეს ლიდერი არის რუსეთის დანომრილი აგენტი და მას რაღაც ზედმეტსახელი ჰქვია-თქო, ინტერნეტში სუს-ის „ვერბორკების“ ფორმა უამრავი ყრია, რომ ამოვბეჭდო და ჩავწერო მისი გვარი და ვთქვა, ეს არის კა-გე-ბე-ს აგენტი-თქო, ეს ხომ სერიოზული არ არის, ამ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნება კვდება. ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია დააბრალო, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს. გრიგოლ ლილუაშვილის ყველა მოადგილე დღეს ოპოზიციაშია. სოსო გოგაშვილი წერს, სუსი უნდა დაინგრესო. იქნებ, იმან გამოიტანა? რატომ უნდა ვიმარჩიელო, ვინ გამოიტანა? როცა ფაქტი სახეზეა, დანაშაული მომხდარია და ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურა ვინ არის? – ბიძინა ივანიშვილის მორჩილი. უდიპლომო შალვა თადუმაძე ვინ არის? – მოსამართლე. სუსი რიგგარეშე არჩევნების შემდეგ წესრიგში ჩადგება, ამ ფორმით არ იარსებებს, იქნება მცირე უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იმუშავებს და არა ადამინების თვალთვალზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირის წარუმატებლობამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ადეკვატურად ეპასუხა, რუსეთს უბიძგა, აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები გაეგრძელებინა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი გახარიაზე: კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილის მარიონეტი