გოცირიძე – რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში

ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით – მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს.

მისი თქმით, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს.

„ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. ტერიტორიაზე, სადაც, 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება. მაგრამ ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში – ასე ამბობს ელჩი. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მიღებულ მხარეზე. შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება – ეს ერთია და როდესაც მთავრობა აშენებს, კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტს, ბუნებრივია, რომ ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიკონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ­მა სა­წარ­მომ Designa Individual-მა თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის­თვის Rolex Daytona-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­დე­ლი შექ­მნა
შემდეგი სტატიაივანიშვილის მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია – ვასო ურუშაძე