გოცირიძე: პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება

ცესკო-ს კანდიდატების შესარჩევი საკონსკურსო კომისიის შემადგენლობას თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი და წევრობის ხუთი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

„ეს კიდევ ერთი უხეში დარღვევაა შარლ მიშელის შეთანხმების. ახლა ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებენ, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს პირველი-მეორე მაღალი კვორუმით და იქნება დროებითი, ექვსთვიანი ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დაბალი კვორუმით „ქართული ოცნების” მიერ იქნება დამტკიცებული.

ფაქტობრივად, ეს არის ამ პროცესის ჩაშლა. პრეზიდენტმა ეს ორი კანდიდატურა არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება. ეროვნულ ბანკში ორი კანდიდატურა წარმოადგინა, რადგან წინა ორი ჩაუგდეს, დაამცირეს და ახლა მთავრობის კანდიდატურა შემოვიდა მინისტრების მოადგილეების სახით. პრეზიდენტს რომ ვუთხრათ, ცესკო-ს თავმჯდომარე არ წარმოადგინო-თქო, ფორმალობა იქნება, რადგან ის არის მორჩილი ადამიანი და თავის ფუნქციას ავტონომიურად ვერ ასრულებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ოცი ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში
შემდეგი სტატიაძალადობა მედიის წარმომადგენლებზე: სასამართლო დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს