გოცირიძე “ოცნების” კვლევაზე – „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“

ნებისმიერი მომდევნო არჩევნები, რომელიც გაიმართება პროპორციული სისტემით ცვლის „ქართულ ოცნებას“ კოალიციური ხელისუფლებით, ამას ეს შეთითხნილი კვლევაც კი ადასტურებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრებმა წინასწარ იციან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აგებენ და ამიტომ ამბობენ, რომ ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებენ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საქმე მძიმედ არის და ამას მათი კვლევაც ნათლად აჩვენებს.

,,მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, მოწმედ მოიყვანეს მათივე შეთხზული კვლევა. ბუნებრივია, რომ მათი მაჩვენებლები გაზრდილია და ოპოზიციის შემცირებული, ამ კვლევებს აქვს სამუშაო დატვირთვა, რომ სუსტი მხარეები გამოძებნონ და შემდეგ გამოასწრონ, არა ის, რომ საჯარო გახადონ. სინამდვილეში ეს არ არის კვლევა და არის პროპაგანდისტული ზემოქმედებისთვის შეთხზული რიცხვები. მაგრამ, აქაც კი კვალიფიცურად ვერ იმუშავეს, ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოში აიღებს 12 ადგილსო, თუ შევადარებთ მათ მიერ დაწერილ რიცხვებს – 32-ს, გამოდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში მათვე დაუწერეს 30%. მხოლოდ ამ რიცხვიდან რომ ამოვიდეთ, როდესაც 30%-ს გიწერს „ქართული ოცნება“ წარმოგვიდგენია რეალური სურათი რა იქნება და რამდენი ოპოზიციური პარტია გადალახავს დაბალ ბარიერს, რომელიც ახლა არის დაწესებული.

ამიტომ, პროპორციულ სისტემაში „ქართული ოცნება“ ნებისმიერ არჩევნებში აგებს ოპოზიციასთან, ნებისმიერი მომდევნო არჩევნები, რომელიც გაიმართება პროპორციული სისტემით ცვლის „ქართულ ოცნებას“ კოალიციური ხელისუფლებით, ამას ეს შეთითხნილი კვლევაც კი ადასტურებს. მათი მთავარი კოზირი იყო გაყალბება მაჟორიტარული სისტემით, რომლითაც გაიმარჯვეს წინა არჩევნებში. წინასწარ იციან, რომ აგებენ და ამიტომ ამბობენ, რომ არ ჩაატარებენ ვადამდელ არჩევნებს, მძიმედ არის „ქართული ოცნების“ საქმე და ამას მათი კვლევაც ნათლად აჩვენებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება Edison Research-ის კვლევას, გოცირიძის განცხადებით, ეს კვლევაც იმავეს ამბობს, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარებისას ოპოზიცია დიდი სხვაობით უგებს „ოცნებას“.

,,Edison Research-ი არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ორგანიზაცია, რაც კვლევის განმავლობაშიც იყო დადასტურებული. ამიტომ, რთულია ამ კვლევას არ ენდო. ეს კველვაც იგივეს ამბობს, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარებისას ოპოზიცია დიდი სხვაობით უგებს „ოცნებას“ და მის სატელიტებსაც. ხელისუფლება იცვლება, ამას ამბობს ყველა კვლევა და კვლევები რომც არ იყოს, ამაზე მეტყველებს საზოგადოების განწყობილებაც“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი – ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ყველასთვის საჭირო არ არის
შემდეგი სტატიათელავში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა