გოცირიძე: ნათელი მოეფინა საიდუმლოს, თუ რა იყო დაშიფრული სიტყვაში “გულთგონთხართა?”

“დიდი ხნის მერე ნათელი მოეფინა საიდუმლოს, თუ რა იყო დაშიფრული სიტყვაში “გულთგონთხართა?”. ეს ნიშნავს იმას, რომ გულით და გონით ხომ ხართ რუსეთთან ერთადო. ამაზე ახალ პოლიტიკურ პარტიაში უკვე პაუხიც აქვთ : “გულთ გონთ ვართა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაფუzნებულ მოძრაობას “ერთობა, რაობა, იმედი”.

“დუგინის მიერ შექმნილ ქართველ რაინდთა პარტიას სახელად ჰქვია “Единство, Суть, Надежда”, შემოკლებულად, ЕСД, რაც ქართულად ნიშნავს: “ერთობა, რაობა, იმედი”( ერი).

-ერთობა-ნიშნავს რუსეთთან ერთობას,
-რაობა-ნიშნავს ქართველობის სულიერი არსის განსაზღვრას, როგორც მართლმადიდებლური ერისა, ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად.
-იმედი-ნიშნავს ტელეკომპანიას ( იგივე, «Надежда»).

დიდი ხნის მერე ნათელი მოეფინა საიდუმლოს, თუ რა იყო დაშიფრული სიტყვაში “გულთგონთხართა?”. ეს ნიშნავს იმას, რომ გულით და გონით ხომ ხართ რუსეთთან ერთადო. ამაზე ახალ პოლიტიკურ პარტიაში უკვე პაუხიც აქვთ : “გულთ გონთ ვართა”, -წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი ინდოეთში და ბოლივუდის ვარსკვლავები
შემდეგი სტატიასტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება