გოცირიძე: მთავარია, ყველა უერთდება პოზიციას, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს

ხვალინდელი აქცია მასშტაბური იქნება. ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი მიიღებს მონაწილეობას, ზოგი არა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი, მთავარია, ყველა ერთიანია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„ყველა პარტია ხელისუფლებას სააკაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს, მათ შორის არიან ასევე სასულიერო პირები, პეტიციას უერთდებიან გამოჩენილი ადამიანებიც. ეს პროცესი გაგრძელდება, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა იქნება დიდი. მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხვალინდელი აქცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ზიანი არ მიადგეს სააკაშვილს და მის სიცოცხლეს. ეს აქცია ასევე იქნება შემადგენელი მეორე ტურების მომზადების, სადაც ფაქტობრივად, წყდება საქართველოს პოლიტიკური მომავალი.

გამარჯვების შანსი არის დიდი და მეორე ტურში გამარჯვება ნიშნავს უკვე ხელისუფლების ცვლილებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. ამა თუ იმ პარტიის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს განხილული განხეთქილების შეტანის კონტექსტში. ყველა უერთდება პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. აქციაზე რომელი პარ

banner
წინა სტატიაშიზარქუა: სააკაშვილის უფლებები დაცულია
შემდეგი სტატიახოშტარია – მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია