გოცირიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ინფლაციაზე არავითარი ზემოქმედება არ ექნება

“საქართველო არის მსოფლიოში ყველაზე უარეს 15 ქვეყანას შორის, სადაც არის მაღალი ინფლაცია, ევროპაში ვართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ყველაზე მაღალი ინფლაციაა. რატო არის რომ პანდემიის პირობებში ფასების ზრდამ გავლენა მოახდინა საქართველოში ინფლაციაზე და არ მოახდინა სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე, სადაც ჩვენზე ნაკლები ინფლაციაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მართლაც ერთ- ერთი გზა არის ინფლაციის შემცირების, მაგრამ არა ერთადერთი. როცა ეროვნული ბანკი ერთი ხელით ამკაცრებს ფულადსაკდრედიტო პოლიტიკას და მეორე ხელით ეწევა უგუნურ პოლიტიკას – 2.5 მილიარდი ლარი გასცა კომერციულ ბანკებზე სესხი ეროვნულმა ბანკმა, მაშინ რა აზრი აქვს ნახევარი პროცენტით აწევას?! გინდ ნახევრით აგვიწევია და გინდ 5 პროცენტით. არავითარი ზემოქმედება ამ გადაწყვეტილებას ინფლაციაზე არ ექნება. მეორეც – რეფინანსირების სესხების მატება ან კლება მიბმული არ უნდა იყოს კომერციული ბანკების სესხებზე. არ შეიძლება რეფინანსირების განაკვეთით კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთის მართვა. რაც შეეხება ინფლაციას, ეს არის პირდაპირ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის შედეგი”, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, უცხოურ ვალუტაში სესხების ვადის 15 – დან 10 წლამდე შემცირება უცხოურ ვალუტაში სესხებს გააძვირებს.

“ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რომ მხოლოდ 10 – წლიანი სესხი გაიცეს უცხოურ ვალუტაში, ნიშნავს იმას, რომ ხალხს ეუბნება ლარი გაუფასურდებაო. რატომ არ იყო ამ თემებზე საუბარი იმ ხელისუფლების პირობებში, მაშინ რატომ არ იყო საუბარი, როცა მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი? – იმიტომ, რომ ლარი მყარი იყო. როცა ლარი მყარია ვალის გასტუმრება შეგიძლია, როცა ორჯერ გაუფასურდა და ხელფასი იგივე გაქვს, გაგიჭირდება, რა თქმა უნდა, დოლარში აღებული სესხის გასტუმრება. ამიტომ ჩვენი მოქალაქეები კი არ არიან ბრიყვები, რომ დოლარში იღებენ სესხს და ავუკრძალოთ ეს, არამედ მთავრობა და ეროვნული ბანკია დამნაშავე , რომ ლარს აუფასურებს და უძვირდება დოლარში აღებული სესხის გადახდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ამიტომ ეს გადაწყვეტილებები უკვე იმის სიგნალია, რომ ეროვნულ ბანკს არ შეუძლია ლარისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამიტომ ვითომ ზრუნავენ მოქალაქეებზე. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება აძვირებს სესხს, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები ამ გადაწყვეტილებით გაძვირდება”, – განაცხადა გოცირიძემ.

წინა სტატიაშიგორში მოზარდს ეძებენ
შემდეგი სტატიასამადაშვილი გვენეტაძეს: იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა