გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას სჭირდება თავისუფალი, ჯანმრთელი და ენერგიული

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს მათი ორგანიზებული აქცია ძალიან დიდი მასშტაბის იქნება.

„ამიტომ მისი გათავისუფლება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ამისთვის მრავალი სამართლებრივი ბერკეტები არსებობს. ამ აქციის მოთხოვნებს უერთდება ფაქტობრივად მთელი საზოგადოება და მთელი პოლიტიკური სპექტრი, უკლებლივ ყველა პარტია. ყველა აღიარებს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად. ის პოლიტიკური პატიმარია. ამ აქციებს ემიგრანტები და ძალიან ცნობილი ადამიანებიც უერთდებიან, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ აქ იყვნენ, მაგრამ შეიძლება, ითქვას, აქ არიან“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, როდესაც საუბრობს ყველა პარტიაზე, რომელ კონკრეტულ პარტიებს გულისხმობს ის. ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რამდენიმე პარტიამ განაცხდა იმის თაობაზე, რომ აქციაზე მისვლას არ აპირებს.

„ამას ჩვენ ვნახავთ 14-ში. კონსულტაციები მიდის და გამოჩნდება. რა თქმა უნდა, პარტიებიც შემოგვიერთდებიან, მაგრამ მთავარია, რომ ამ აქციის სულისკვეთებას ყველა უერთდება, მთელი ქვეყანა, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული ისეთი ზომები, რომელიც შეძლებს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე მის განთავისუფლებას“, – განაცხადა რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიაგაბუნია – დღეს არსებულ მდგომარეობას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით