გოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადება ძალიან უცნაურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადება უცნაურია.

გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები ამბობენ, რომ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებისას კანონმდებლობა არ დაურღვევია, როცა ამ მიმართულებით საქმე არ არის აღძრული.

„ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან კანონმდებლობა დაარღვიაო ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი და საქართველოს ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები ამბობენ, რომ არ დაურღვევიაო.

არ არის აღძრული საქმე და ფაქტობრვად, გაჩუმებული არიან. თუ დაარღვი, რატომ არ არის ეს საკითხი დღის წესრიგში, რატომ არ არის სასამართლოში განხილვა. იმიტომ არ არის, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენაც კი ეშინიათ სასამართლოზე და აგერ კომუნიკაცია შეწყვიტეს. ძალიან შეშინებული არიან“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის მდივანი ამბობს, რომ ციხეში სააკაშვილს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა
შემდეგი სტატია“პოლიციელის გინების გამო პროკურატურა ჩემს პატიმრობას ითხოვს”