გოცირიძე: მელია მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში არ უნდა იყოს

“ჯერ ნიკა მელია, დანარჩენი შემდეგ – ეს არის თეზისი, რაც ამ მომენტისათვის პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ჩამოაყალიბა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, შარლ მიშელის ინიციატივით გამოქვეყნებული დოკუმენტი არ არის უნაკლო, მის გარშემო პარტიაში არის აზრთასხვადასხვა და მსჯელობა გაგრძელდება.

“პარტიის პილიტსაბჭოში ასზე მეტი ადამიანია და ბუნებრივია, ერთი აზრი არ იქნება. ყველაფერი გაირკვევა მალე. მთავარია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ის მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში არ უნდა იყოს“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოქრიაშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ