გოცირიძე – კომიკურ ვითარებაში იმყოფებიან, გინესის რეკორდში მოხვდება პარლამენტი

“ქართულ ოცნებას” სურს, რომ თუ არჩევნები გაყალბდა, მელია ამ პროცესებს დაუცველი შეხვდეს იმუნიტეტის გარეშე, ეს კიდევ ერთხელ ავლენს, როგორ ეშინიათ მისი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტზე ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გატანას გამოეხმაურა.

“ძალიან კომიკურ ვითარებაში იმყოფებიან. სასწრაფოდ გამოიტანენ პლენარულ სხდომაზე მესამედ მელიასთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. გინესის რეკორდში მოხვდება საქართველოს პარლამენტი, რომელმაც ერთ წელში თუ წელიწადნახევარში სამჯერ გააგდო დეპუტატი. კი შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკა მელიამ თავად დაწერა განცხადება, მაგრამ ჩვენც ხომ გვქონდა დაწერილი განცხადებები და მაშინ ნახევარი წელი რას ელოდებოდნენ. ახლა მათ სურთ, რომ თუ არჩევნები გაყალბდება, მელია ამ პროცესს შეხვდეს დაუცველი და იმუნიტეტის გარეშე, მაგრამ ერთი რამ ვერ შეიგნეს, რომ თავად დათმო იმუნიტეტი და საკუთარი ნებით წავიდა ციხეში პრინციპების გამო. ეს მათი სასაცილო და ფორსირებული გადაწყვეტილება ვერ მოახდენს ვერავითარ გავლენას ვერც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ვერც ნიკა მელიაზე და მის პოლიტიკურ აქტივობაზე. ეს კიდევ ერთხელ ავლენს, როგორ ეშიანიათ ნიკა მელიასი,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო ეხმიანება საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს