გოცირიძე: ხელისუფლება ათწლიან გეგმას აპირებსო, როცა ათდღიანი ვერ გაუკეთებიათ, რაც ცინიზმია

“ხელისუფლება ათწლიან გეგმას აპირებსო, როცა ათდღიანი ვერ გაუკეთებიათ, რაც ცინიზმია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

გოცირიძის თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე დაეგეგმოთ და ის შეესრულებინოთ.

“ის, რაც თქვენ შესავალში გააკეთეთ ეს არის ცინიზმი, თითქოს ხელისუფლება ათწლიანი გეგმის გაკეთებას აპირებს, როდესაც ათდღიანი გეგმა ვერ გაუკეთებიათ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე დაეგეგმოთ და ის შეესრულებინოთ. რას გეგმავენ, ეს სხვა საკითხია.

ერთადერთი გეგმა რაც ჩემდა გასაკვირად იყო კარგი, ეს იყო სტრატეგია 2020. მერე ჩემ სტუდენტებს დავავალე, რომ შეადარეთ სტრატეგია 2020-ის შინაარსი და განხორციელებული ქმედებების შინაარსი-მეთქი, ხანდახან ასეთ საშინელ დავალებებსაც ვაძლევ. აღმოჩნდა, რომ 99%-ით არ შესრულდა. დანაპირების შესრულებაც კი არ შეუძლიათ მეორე დღესვე და რომელ ათწლიან გეგმაზეა საუბარი?!”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: გზაგასაყარზე ვდგავართ, უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა გზით წავალთ
შემდეგი სტატიამელია: ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას