გოცირიძე: ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ჩანაწერების გავრცელების, ეს არავის ამართლებს

ფარული მიყურადება, ჩაწერაც და მისი გავრცელებაც დანაშაულია და ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ჩანაწერების გავრცელების, ეს არავის ამართლებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ მმართველობის ცხრა განმავლობაში უარესებს სჩადიან, საკუთარი გუნდის წევრებს საწოლში უღებდნენ, სასულიერო პირებს უსმენენ და მედია საშუალებებს ტოტალურად დევნიან, ესეც ამ ხელისუფლების დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა და ამაზე პასუხს აგებენ, – ამის შესახებ  ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, როცა ხელისუფლების აღვირახსნილი და წარმოუდგენელი ქმედება მართლდება იმით, რომ იმ დროს იღებდნენ, ამის შემდეგ ცხრა წელი გავიდა და ის დანაშაული ამ დანაშაულს ვერ გაამართლებს.

„შევარდნაძემ ერთი ჟურნალისტის, გაზეთის რედაქტორის ნოდარ გრიგალაშვილის მოსმენისთვის სუს-ის მაშინდელი უფროსი შოთა კვირაია პოსტიდან გადააყენა. მან განაცხადა, რომ დედამიწაზე სატელეფონო მოსმენებზე უზნეო არაფერი არისო. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ მაშინ, ზნეობრივი ნაბიჯი შევარდნაძემაც კი გადადგა. ეს დეპუტატები არიან ყურმოჭრილი ცხვრები, უღებენ, უთვალთვალებენ და ერთი საპროტესტო ხმა არ ამოუღიათ“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი სურამის და ხაშურის ეპოსკოპოს სვიმეონს ეწვია
შემდეგი სტატიაოკუპირებული გალის რაიონი ქართული ენის აკრძალვის ფინალურ ეტაპზეა