გოცირიძე – გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა

გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა – მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საქართველოში მაღალი ხარისხის სამოქალაქო კლინიკაში ან უცხოეთში სამკურნალოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა.

„გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა, ვინაიდან მოულოდნელად შექმნეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, თურმე ის განკურნებული ყოფილა, ამიტომ მზად არის, გადავიდეს ციხის პირობებში. ეს უკვე ნიშნავს პროფესიულ სინდისზე ხელის აღებას. ვიცით რა, სამედიცინო კომისიის შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროებს შემდგომ მკურნალობას, მათ შორის ისეთი სახის გამოკვლევებს, რომლის უზრუნველყოფაც ამ კლინიკას არ შეუძლია, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ის იყოს გადაყვანილი საქართველოში მაღალი ხარისხის სამოქალაქო კლინიკაში. ხოლო თუ ამის უზრუნველყოფა არ შეეძლებათ და ისევ დაიწყებენ ძველ სიმღერას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ ისევ უსაფრთხოების საკითხებით დაიწყეს მანიპულირება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიამდინარაძე – ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა – ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ