გოცირიძე გახარიას განცხადებაზე – ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა – „კუმ ფეხი გამოყოო”

სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საქმეში ჩაერთვება მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ უკრაინა, თუმცა, უკრაინას ექნება მნიშვნელოვანი როლი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც ბუბა კიკაბიძის უკრაინაში გამგზავრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ამ პროცესში.

“ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელისუფლების ყველა ქმედება, რაც ჩვენ ვნახეთ, არის არაადამიანური, დამამცირებელი, დამაკნინებელი, ღირსების შემლახველი. გუშინ ამ კადრების გამოქვეყნება არანაირ გონივრულ ლოგიკაში არ ჯდება. “ქართული ოცნების” მომხრეებმაც სერიოზული პროტესტი გამოთქვეს, რა მიზანი ჰქონდა ამას? უგუნური ადამიანების მიზნის ახსნა შეუძლებელი ხდება. უცხოელების თვალში ეს წარმოუდგენელი რამ არის, რასაც მოჰყვება რეაგირება და შესაძლებელია ეს მივიდეს სანქციებამდე, ეს თემა უკვე გაჟღერდა ფინანსურ სანქციებზე,”- განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას შეფასებას სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელების თაობაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ “როცა ემსგავსები შენს „მტერს“, ბრძოლა უკვე წაგებული გაქვს” და განაცხადა, რომ “ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა – „კუმ ფეხი გამოყოო”. რა დროის გზავნილია, აგერ 43 დღეა კაცი შიმშილობს”, – განაცხადა გოცირიძემ.

წინა სტატიაშიმარგველაშვილი – რუსებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა
შემდეგი სტატიაბლოკირებული სუს-ი – პოლიციამ აქცია- პერფორმანსის მონაწილეები რუსთავშიც დააკავა