გოცირიძე: ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ

„ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ. მთელი საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგ არის განწყობილი, სახალხო დამცველით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული. ეს მოსამართლეები ძველი „კლანის“ შთამომავლები არიან და ეს სისტემა ინკუბატორივით ჩეკავს თავის მსგავსს ისე, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ. ისინი ემსახურებიან „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს, წარმოადგენენ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს სასამართლო სისტემაში. ამიტომ, ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ სერიოზულ საპროტესტო ტალღას ამ დარბაზში, პარლამენტის მისადგომებთან და იძულებული იქნებიან, ეს მოსამართლეები უკან გაიწვიონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სახელით, გერმანულმა საკონსულტაციო სამსახურმა შრომითი დავების სასამართლოში სარჩელი შეიტანა
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ცხვირი შემოყო და გასვლა არ უნდა”