გოცირიძე – ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო

„ამას მიმართავს ყველა ქვეყანა და თანამდებობის პირი. ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. უნდა გასაჯაროვდეს ყველა მსგავსი ხარჯი მაღალი თანამდებობის პირების. ეს აბსურდულია, რისი 9 მილიონი? გუშინ ხელისუფლებამ არასწორად გაფორმებული კონტრაქტის გამო 250 მილიონი ლარი დაკარგა რუსული კომპანიის სასარგებლოდ“, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.

banner
წინა სტატიაშისასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს
შემდეგი სტატიამოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა