გოცირიძე – დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა სანქცირებული ტვირთი საქართველოში

დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა სანქცირებული ტვირთი საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერის შესვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბათუმში სანქცირებული ტვირთის შემოსვლა საერთაშორისო სკანდალის თემა გახდა.

„ნახეთ, რომ გამოხმაურება ჰქონდა ნავთობის უკანონო ტრანზიტზე უკრაინის პრეზიდენტს და მასში არაორაზროვნად იგულისხმებოდა საქართველო. ეს არის საერთაშორისო სკანდალის თემა და ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა ტვირთი საქართველოში. ახსნაა, რომ ბათუმში უნდა შემოსულიყო ტანკერი, იქ დაცლილიყო, შემდეგ ეს ტანკერი ან სხვა ტანკერი დატვირთულიყო და გადაეტანა ნავთობი თურქეთში ნახევარი საათის სავალზე, მაშინ რა საჭირო იყო ბათუმში ტერმინალში ამ ნავთობის ჩასხმა? – იმიტომ იყო საჭირო, რომ ბათუმის პორტი ეკუთვნის ყაზახ ბიზნესმენებს და ძალიან დიდი ოდენობით, ყაზახური ნავთობი გადაიზიდება იქიდან, ძალიან მარტივად მოხდებოდა შერევა და შემდეგ როგორც ყაზახური ან სხვა ქვეყნის ნავთობი, გაიყიდებოდა ევროპის ბაზრებზე,“ – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიესაა დოკუმენტი დასაბუთებით, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი PACE-ის განცხადებაზე
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – ირაკლი კობახიძე ან რეალობასაა მოწყვეტილი, ან რეალობას იცნობს, მაგრამ ასე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს