გოცირიძე: ჩამოგთვლით მინისტრებს – ქართუ, ქართუ, ქართუ, ელიტა ბურჯი, ქართუ, საჩხერე

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 13:43

გოცირიძე: ჩამოგთვლით მინისტრებს – ქართუ, ქართუ, ქართუ, ელიტა ბურჯი, ქართუ, საჩხერე

“რატომ ხდება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი სადმე ნიშნავს, არის მისგან ნაყიდი, თქვენ ხომ ყველანი დაქირავებული პირი იყავით ბატონი ბიძინას მიერ. რატომ არის, რომ საქართველოს მთავრობის აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, თუნდაც იგივე ჩვენი გენერალური პროკურორი, რომელიც პირადი ადვოკატი იყო (ბიძინა ივანიშვილის), იყო დამქირავებელ-დაქირავებულისურთიერთობაში და ის გიხდიდათ საკუთარი ჯიბიდან ფულს. ჩამოგითვლით: ქართუ, ქართუ, ქართუ, ელიტა ბურჯი, იგივე ჰოლდინგი ქართუ, საჩხერე, იმის წინამორბედი საჩხერე, ქართუ (გოცირიძე მინისტრთა კაბინეტს მიმართავს).

როდესაც ქართუს მაღალი წოდების ჩინოვნიკები ამოიწურა, შემდეგ გადავიდნენ მეორე ეშელონში, მესამე ეშელონში და ხვალ შეიძლება ქართუს დარაჯი მოგვევლინოს რომელიმე მინისტრად. რატომ ხდება, რომ ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მართავს იმ ადამიანებით, რომლებიც დავალებულებიარიან მის წინაშე. ”
ამაზე ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ისაუბრა, სადაც ფრაქცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კითხვებს უსვამს.

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 13:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,139
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics