გოცირიძე: ბესელიას წასვლა ივანიშვილმა არჩევნებამდე დააანონსა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 28, 2018 16:58

გოცირიძე: ბესელიას წასვლა ივანიშვილმა არჩევნებამდე დააანონსა

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება მოსამართლეების გამწესების საკითხზე არ დაწყებულა, ბესელიას წასვლა ივანიშვილმა არჩევნებამდე დააანონსა – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.

გოცირიძე ამბობს, რომ გუნდის შიგნით დაწყებული დაპირისპირება ეკა ბესელიასა და მისი გუნდის დამარცხებით დასრულდა. ხოლო ბესელიამ სწორი პოლიტიკური სვლა გააკეთა, როცა მან არჩია გაგდებულის იმიჯის ნაცვლად შეექმნა ლეგენდა, რომ თითქოს მან თანამდებობა მოსამართლეთა გამწესების საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა.

“რეალურად აქ არაფერი იმალება, დაახლოებით ორი თვის წინ ამბობდნენ, რომ ეკა ბესელიას გაუშვებდა ივანიშვილი და მის ნაცვლად დაინიშნებოდა სხვა, გვარი და სახელიც იყო დასახელებული, გადაწყვეტილებას ღებულობს არა ცალკეული დეპუტატი, არამედ ივანიშვილი.

დაპირისპირებულ ამ ორ ბანაკს შორის ეტყობა გაიმარჯვა ერთმა მეორეზე, გამარჯვებისთვის მთავარი ინსტრუმენტი არის ვინ უფრო კარგად და დამაჯერებლად დააბეზღებს მოწინააღმდეგე მხარეს ივანიშვილთან.

როგორც ჩანს ქალბატონმა ეკა ბესელიამ განიცადა მარცხი. დაემთხვა სასამართლოების საკითხი, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, შეიქმნა ამაზედ ლეგენდა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით თვითონ მიდის, მაგრამ მას არ უნდოდა ჰქონოდა გაგდებულის იარლიყი,”-ამბობს რომან გოცირიძე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 28, 2018 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,808
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics