გოცირიძე: ბეჭებზე დადეს სომეხმა ანტივაქსერებმა ქართველი ანტივაქსერები

“თუ შეჯიბრია, შეჯიბრი იყოსო, თქვეს და ბეჭებზე დადეს სომეხმა ანტივაქსერებმა ქართველი ანტივაქსერები. ათით ნოლს გვიგებენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გადარეულია სომხეთის პრეზიდენტი, მხოლოდ 2690-მა ადამიანმა აიცრა დღეისათვის ქვეყანაშიო ( “ასტრაზენეკა” და “სპუტნიკი”, ჩინურიც ექნებათ ამ დღეებში).

რატომაა ეს ცუდი? საქართველოში ტურისტების ნახევარი შემოდის ოთხი მეზობელი ქვეყნიდან. აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი ის ქვეყნებია, საიდანაც ერთ მილიონ ტურისტზე მეტი შემოდიოდა თითოეულიდან ყოველწლიურად. ერთია, რომ პანდემიამ ფინანსურად ძალიან დააზიანა ეს ქვეყნები და მეორეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხითაც ვერ გრძნობენ თავს ურისკოდ.

ისე, როგორ ვგავართ სომხები და ქართველები, ორი უძველესი ქრისტიანული ერი ერთმანეთს, კარგშიაც და ცუდშიაც.

იმათი ვალუტა მყარდება, ჩვენი უფასურდება. თუ მსგავსების ჩემეულ თეორას დავესესხებით, წესით ლარიც უნდა გამყარდეს”, – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგარეჯის უდაბნოში ახლად აღმოჩენილ გუმბათიან ეკლესიას სააღრიცხვო ნომერი მიენიჭა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს