გოცირიძე ბახტაძეზე: როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას

“ის რეპრესიები, რაც განხორციელდა, დაჭერები, რუსთავი 2-ის დახურვა, ჯაფარიძის, ხაზარაძის, წერეთლის პოლიტიკური დევნა, ის რაც მოხდება მომავალში და აქ შემოიყვანენ ივანიშვილის მოსამსახურე ადამიანებს და სახელად დაერქმევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები – ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ძალაუფლების შენარჩუნებაც. ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერმინისტრის, ბახტაძის, გადაყენებაც. ძალიან სასაცილოა მისი სიტყვები, “მე გადავდექი”. თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს. თუ გამართლდა ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერმინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. ”

banner
წინა სტატიაშიკალაძე ბახტაძის მიერ Facebook პოსტით გადადგომაზე: რატომაც არა, რა არის ამაში ცუდი?
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – მამუკა ბახტაძემ არაფერი არ გააკეთა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა