გოცირიძე: ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას

“70 ათასამდე დოზაა შემოტანილი ქვეყანაში ფაიზერი და ასტრაზენეკა და ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ 10 ათასამდეა აცრილი. ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან თავის Facebook-ზე წერს.

“თურქეთში ერთ დღეში 45 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, რაც სარეკორდო ოდენობაა ვირუსის გავრცელების დღიდან. ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და კომენდანტის საათი წესდება ხელახლა.

თურქეთის მოსახლეობა არის 83 მილიონი ადამიანი, სადაც დღეისათვის, ძირითადად ჩინური ვაქცინით, აიცრა 9,5 მილიონი კაცი, მოსახლეობის 11 პროცენტი (ორივეჯერ ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტი). ევროპულ-ამერიკულ ვაქცინას რომ დალოდებოდნენ, რომელზეც დიდი დეფიციტია თვით ევროპაში და ამერიკაში, თურქეთს თვეები კი არა, შეიძლება წლებიც დასჭირვებოდა მთელი მოსახლეობის ასაცრელად. ევროპაშიც კი ეს პროცესი ძალიან ცუდად მიდის-მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტია აცრილი.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება რა თქმს უნდა ყველა რისკის გათვალისწინებით იქნებოდა მიღებული, მათ შორის საერთაშორისოდ არაღიარებული ვაქცინის გამოყენების რისკისაც.

ჩვენ უფრო ფრთხილად ვიქცევით-ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. ამის შემდეგ ყველას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალობა-ჩინურებით აიცრას, ევროპულით, ამერიკულით თუ საერთოდაც არ აიცრას. არავინ არავის არაფერს აძალებს. 70 ათასამდე დოზაა შემოტანილი ქვეყანაში ფაიზერი და ასტრაზენეკა და ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ 10 ათასამდეა აცრილი. ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას.

ასეთ ფონზე ატეხილი ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კაპმანიას და ნდობას უკარგავს არა მხოლოდ ჩინურ, არამედ სხვა, ფაქტობრივად უსაფრთხოდ მიჩნეულ ვაქცინებს.” – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკელი: NATO-ს სჭირდება საქართველო პლურალისტული პარლამენტით
შემდეგი სტატიაჰაკერებმა ცუკერბერგის პირადი ტელეფონის ნომერი ინტერნეტში გაავრცელეს