გოცირიძე: არ გესმის დიალოგის ენა, მიიღებ პროტესტის ენას

ერთადერთი, რისიც ეშინია დიქტატორს, არის ხალხი, ამიტომაც ის მიიღებს ხალხს – ასეთია ოპოზიციის გეგმა, რომელიც საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე დღეს 19 სათზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

პროსტეტის ეპიცენტრი რამდენიმე საათში ისევ თბილისის ცენტრი, რუსთაველის გამზირი იქნება. პარლამენტის შენობის წინ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

არ გესმის დიალოგის ენა? მიიღებ პროტესტის ენას. პროტესტი იქნება ტოტალური და გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა ხერხი, ქუჩით დაწყებული და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით დამთავრებული. ხელსიუფლებამ ყველა ზღვარს გადააბიჯა და მისი პირველი მარცხი იქნება სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში. მეორე იქნება მისი გათავისუფლება, მესამე კი- რიგგარეშე არჩევნები. ეს იქნება მშვიდობიანი ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად – აცხადებს ,,ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესები – კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო