გოცირიძე: ამ არჩევნებში რაც გვინახავს, ის ვნახეთ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში ფოიერვერკი მოაწყო, ივანიშვილი გააღვიძეს და აზეიმეს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, იგივე მოხდა ახლა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გამარჯვებული ქართველი ხალხია.

„ამ არჩევნებში რაც გვინახავს, ის ვნახეთ. ერთი, მასობრივი ზეწოლა, ყველა ბერკეტის გამოყენება და მეორე, კომიკური და სასაცილო ისტორიები. გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნებში ფოიერვერკი რომ მოაწყვეს, ბიძინა ივანიშვილი გამოიძახეს, გააღვიძეს და აზეიმეს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, გოგა ხაინდრავა დიდი თაიგულით თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილს რომ მიართვა? ჩემი თაიგული თუ გახსოვთ, მე რომ მივართვი ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანს გოგა ხანდრავას თაიგულის გაშარჟების ნიშნად, როცა გაირკვა, რომ თურმე მათ არავითარი გამარჯვება არ ჰქონიათ საზეიმებელი. იგივე მოხდა დღეს, კვლავ სასაცილო ვითარებაში ჩაიგდეს თავი. დღეს გამარჯვებული არის ქართველი ხალხი”,-განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ორგანიზებულობა და კოორდინირებულობა გამოჩნდა, რაც არჩევნების შედეგითაც დადასტურდა.

“თურმე შესაძლებელი ყოფილა იმ ადამიანის დამარცხება, რომელსაც 4-7 მილიარდი აქვს და თავისი პაიკები ჰყავს მოსყიდული. “ქართული ოცნების” აქტივის ერთადერთი მოტივი, რომელიც ზემოთ ტივტივებს, ეს არის ფული და მათდამი ივანიშვილის კეთილგანწყობა. ასე, რომ რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილება მოხდება. ეს ამ არჩევნებმა აჩვენა”,-განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს „ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატიაკირკიტაძე: საზოგადოება თუ გადაწყვეტს, რომ აიღოს მართვა, სამ თვეში იქნება ვადამდელი არჩევნები